ქართული არმიისა და ქვეყნის მორიგი შეურაცხყოფა მთავარსარდლისგან. სალომე ზურაბიშვილი, ახლა უკვე საერთაშორისო მედიასთან, ქართველი სამხედროების სულისკვეთებისა და მთლიანად ერის ღირსების გამანადგურებელ განცხადებებს აკეთებს. "ჩვენ ვერასდროს მოვუგებთ ომს რუსეთს" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი და იქვე ამატებს, რომ დასავლეთი არ დაგვეხმარება.
ზურაბიშვილის ამ სიტყვებს დღეს მხოლოდ "ქართული ოცნება" შეხვდა პოზიციურად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის კაპიტულანტურ პოლიტიკას კრემლის მიმართ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი ეს განცხადება არ ყოფილა მოულოდნელი ადამიანისგან, რომელიც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშულებდა და ამბობდა, რომ ქართული ჯარი არ არსებობს.