
საქართველოს სტუმართმოყვარეობა უკრაინელი დევნილებისთვის დასრულდა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მათ იმ საცხოვრებლის დატოვება მოუწევთ, რომელსაც ომს გამოქცეულმა ხალხმა თავი შეაფარა. უკრაინიდან დევნილებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ სასტუმრო უნდა დაცალონ.
აჭარის მთავრობა ხელს სასტუმროს მეპატრონეებისგან იშვერს, რეალურად კი ამოწურულია ის თანხა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამოყო და ახლა საქართველოში თავშესაფრის იმედით ჩამოსულ უკრაილებს ღია ცის ქვეშ მოუწევთ დარჩენა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი