
მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო, - განუცხადა CNN-ს
დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა. მაგრამ მან შეინარჩუნა ფრთხილი ტონი იმის შესახებ, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ევაკუაციის ღონისძიებების მეორე ეტაპი და ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მირჩევნია საზოგადოებას ვაცნობო, როცა ევაკუაციას ექნება შედეგი“, - თქვა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პავლო კირილენკომ.
მანამდე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ თქვა, რომ გაეროსა და წითელი ჯვრის ახალი კოლონა, მარიუპოლში, აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გაემგზავრა.
„დღეს, მიდის კოლონა, რომელიც ხვალ უნდა მივიდეს აზოვსტალამდე, ვიმედოვნებთ, გამოვიყვანთ იქ დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს ამ პირქუში ჯოჯოხეთიდან და გადავიყვანთ უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა.
სამშაბათს, გაერომ და წითელმა ჯვარმა აზოვსტალიდან 101 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.