"სიცოცხლისთვის" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში, ან მესამე ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

საპროტესტო შეკრება მესამე პრეზიდენტის ოჯახის ორგანიზებით ერთადერთი მოთხოვნით - მიეცეს მესამე პრეზიდენტს სიცოცხლის უფლება, ჩატარდა. აქციზე მისული მოქალაქეები ერთხმად ამბობენ, რომ მთავარია, ხელისუფლებამ გაიგოს, რომ აუცილებელია მესამე პრეზიდენტის დაუყონებლივ მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში. 

"გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული. იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში",- ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი. 

"არ მინდა, რომ ვიქცეთ უსახურ ქვეყანად, რომელიც კლავს პრეზიდენტებს და ვერასდროს შექმნის სახელმწიფოს არ მინდა, რომ ქოცებს გამოუვიდეთ საჩუქარი პუტინისტის"- ამბობს აქციაზე მისული მხატვარი, გია ბუღაძე.

ეს იყო პირველი აქცია თბილისში. ხვალიდან აქციები რეგიონებში გაიმართება. ხვალ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, აქცია ბათუმში გაიმართება. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები სამეგრელოში ჩავლენ და აქციას გამართავენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი