ექიმი, რომელიც პაციენტს მკურნალობაზე უარს ეუბნება. ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და მედიკოსი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილს ექიმის რანგში არ მოინახულებს. "ქართული ოცნების" წევრმა დღეს საჯაროდ გაახმაურა საკუთარი გადაწყვეტილება და პოლიტიკური მოტივები არც კი უხსენებია.
პირიქით - ხუნდაძე მესამე პრეზიდენტს მოუწოდებს პრობლემების მოსაგვარებლად მიიღოს საკვები და სამედიცინო მომსახურება. "ქართული ოცნების" დეპუტატი ექიმი განმარტავს, რომ სააკაშვილის მდგომარობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია იუსტიციის სამინიტროსგან მიიღო.
მედია კიდევ ერთი მედიკოსისგან ელოდა პასუხს მესამე პრეზიდენტის მიმართვაზე თუმცა დავით სერგეენკო დღეს არსად გამოჩენილა.