სავარაუდო ტერაქტი ისრაელში | დაიღუპა სამი, დაშავდა 10-მდე პირი

გამოქვეყნდა:

თავდასხმა ისრაელში - სამი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა ქალაქ ელადში სავარაუდო ტერაქტის შედეგად. ინფორმაციას ექიმებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ გამვლელებს ქალაქის პარკში ორი კაცი დაესხა თავს - ერთი მათგანი ცეცხლსასროლი, მეორე კი ცივი იარაღით (ცულით ან დიდი დანით).

დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი