სამხარაულის ბიუროში შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი პირების ექსპერტიზა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სამხარაულის ბიუროში იმ ახალგაზრდების ექპერტიზა მიმდინარეობდა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ. შემოწმება ჩაუტარდათ იმათ, ვისაც დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად დაუძახეს.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ერთ-ერთ ახალგაზრდასაც, რომელიც არაგვის პირას გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მან ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. 

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში კი რამდენიმე მოწმის გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთ-ერთის ადვოკატის თქმით, ისინი გამოძებასთან თანამშრომლობენ და მათ მომხდართან დაკავშირებით, ყველა ტიპის ინფორმაციას აწვდიან. თუმცა, ისინი მედიასთან ამ საკითხზე აღარ საუბრობენ. 

როგორც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალიზაციას ვერ მოვახდენ, სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა ის. უბრალოდ დაგიდასტურებთ რომ დღეს აქ მოსული პოლიციაში, დღეს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ დნმ-ის ანალიზები რომ გამოძიება წარიმართოს სრულად და ობიექტურად, - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი