
ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 11 თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, განადგურდა მტრის 8 ტანკი, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მარიუპოლის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირებას "აზოვსტალში", ზოგიერთ რაიონში კი მტერმა განაახლა საჰაერო იერიშები ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო პოპასნას დასახლებულ პუნქტებზე სრულის კონტროლის დამყარებაზე, ასევე, შეტევები განახლდა ლიმანისა და სივერსკის დასახლებებზე.