
დღეიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები რეგიონებშიც გაიმართება. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, ბათუმში შეიკრიბებიან.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოსა და იმერეთშიც ჩავლენ.
ბათუმში აქციის ორგანიზატორები ბათუმელებს მოუწოდებენ, რომ გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ საქართველოს გადარჩენას.
"ჩვენ გვახსოვს 2004 წლის მაისის თვე, გვახსოვს 6 მაისი, ბათუმელებო, განსაკუთრებით თქვენ მოგმართავთ, იმიტომ რომ ამ ქალაქის წარმატება, ჩვენი რეგიონის წარმატება პირდაპირ ასოცირდება ამ ადამიანთან, ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის 7 საათზე უნდა მოვიდეთ ყველა და ვთქვათ, რომ აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში ჩვენ პრეზიდენტი მოვკლათ", - ამბობს ენმ-ის წევრი, რევაზ ხარაზი.