უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ძლიერი შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქართველ სამხედროებს საკმაოდ ცხელ წერტილში წერტილში მოუწიათ ოკუპანტებთან ბრძოლა. ერთ-ერთი დაჭრილის, ლადო გამსახურდიას თქმით, ყველა გადარჩა და დანაკლისი არ აქვთ.

"9 ქართველი დავშავდით, მაგრამ მძიმედ არავინ. მკურანლობას რაც შეეხება 10-მდე იქნება ალბათ საჭირო და ისევ ჩავდგებით უკრაინული ჯარის რიგებში. ოპერაციაზე დანაკარგი არ გვქონდა. დანაკარგი უფრო მტრის მხარეს იყო, სოლიდური. ჩვენ გამოვედით დანაკარგის გარეშე", - ამბობს გამსახურდია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი