
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და მისი უფლებების დარღვევის გამო, "მაგნიტსკის სიის" გაფართოებაზე მუშაობენ.
როგორც ჩალაძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის საქმეში პირადად არის ჩართული წამების კომიტეტის ხელმძღვანელი.
"მაშინ, როცა რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტზეა საუბარი, ამ დროს განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის საქმეს. გვითხრეს, რომ მუშაობენ "მაგნისტკის სიის" გაფართოებაზე, და ყველას შეეხოს, აქ არ არის სახელი და გვარი მარტო ბორია ივანიშვილი. აქ არის ყველა, ვინც მესამე პრეზიდენტის უფლებები დაარღვია და ის აწამა. წამების კომიტეტის ხელმძღვანელი პირადად არის საქმის კურსში და ჩვენ მივიღეთ დასტური ევროკავშირის მდივნისგან, რომ ის პირადად აკონტროლებს ამ საქმეს. მესამე პრეზიდენტი არის ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე. მას არავინ დააჩაგვრინებს. მორჩა ქართული ოცნების მწვალებლური დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილისადმი", - ამბობს გიორგი ჩალაძე.
ცნობისთვის, ენმ-ის წევრ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში შეხვედრებს მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მართავს.
ამავე თემაზე: