უკრაინაში "ზარინით" მოწამლული 6 ქართველი მებრძოლიდან, 2 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ქიმიური ნივთიერება "ზარინით" მოწამლული 6 ქართველი მებრძოლიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებოა. ნადიმ ხმალაძე და ვაჟა ცერცვაძე კვლავ ჰოსპიტალში რჩებიან.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მათ ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ქართველ მებრძოლებს მოწამვლის შედეგად შინაგანი ორგანოები აქვთ დაზიანებული, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

"ჩაითრია ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, ნაღველი... ყველზე დიდი პრობლემა არის პანკრეატიტი. მოკლედ, მთელი შინაგანი ორგანოები აქვს ამ ვერაგ ზარინს, ყველაფერს შეეხო. საქართველოში წამოსვლას ვაპირებ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღო მკურნალობის გაგრძელებაზე რომელიმე უცხოურ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სპეციალიზირებული კლინიკა სჭირდება ამ ყველაფრის მკურნალობას ჩემ შემთხვევაში", - თქვა ნადიმ ხმალაძემ.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი