თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, იმდენად დიდი პატრიოტია, არ მგონია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას პანდემიის პერიოდში თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, გამყრელიძე ამბობს, რომ თუ რაიმე გადაცდომა იყო, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ პირველ რიგში, ექიმებსა და ექთნებს ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს.

"თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არ მგონია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, ჩვენ ექიმებს, ექთნებს და მთლიანად საზოგადოებას მადლობას უნდა ვუხდიდეთ. რა თქმა უნდა, შესწავლილი უნდა იყოს ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ 2 წლის განმავლობაში. თუ გადაცდომები იყო, ამაზე უნდა იყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ ექიმების მიმართ", - თქვა გამყრელიძემ. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი