რუსი ოკუპანტები ძალადობენ სამოქალაქო პირებზე, რომლებსაც ხერსონის დატოვება სურთ - იური სობოლევსკი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები, ავიწროებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც ხერსონის რეგიონის დატოვება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსი ოკუპანტები, მოქალაქეებს საგუშაგოებზე შეურაცხყოფას აყენებენ, მამაკაცებს გაშიშვლებას აიძულებენ და მათ სხეულზე "ეროვნულ და ნეონაცისტურ ტატუებს ეძებენ".

"ქალაქიდან გასვლა გართულდა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოსვლას ახერხებენ, თუნდაც ავტობუსით. ადამიანების უმეტესობას უკან აბრუნებენ. არის შემთხვევები, როდესაც რუსი ოკუპანტები მოქალაქეებს საგუშაგოებზე შეურაცხყოფას აყენებენ, მამაკაცებს გაშიშვლებას აიძულებენ და მათ სხეულზე ეროვნულ და ნეონაცისტურ ტატუებს ეძებენ", - ამბობს ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, იური სობოლევსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი