"სამწუხაროდ, პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოხერხდა" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, პატრიარქი მათ არ ხვდება. მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა შეხვედრის სურვილი რამდენჯერმე გააჟღერა. შუამავალმა სასულიერო პირებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე უარის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

მიუხედავად ამისა, პატრიარქი 3 მაისს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

"ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ შევხვედროდით ყველას, საპატრიარქოს პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. საპატრიარქო თავისთავად, ყველამ ვიცით, უნდა გამოირჩეოდეს და გამოირჩევა მოყვასის სიყვარულით და მისი სიცოცხლის გაფრთხილებით, შესაბამისად, ჩვენი თხოვნა იყო თავიდანვე, ჩემი პირადი თხოვნა თუნდაც, შევხვედროდი პატრიარქს, ელემენტარულად ამეხსნა მისი სულიერი შვილის, მოყვასის, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაშია, რეალურად ებრძვის სიკვდილ-სიცოცხლეს, მინდოდა საქმის კურსში ჩამეყენებინა, მომესმინა მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. 

სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია მასთან იყო მეფეების საშუალებით, რომლებმაც თავიდან მითხრეს, რომ მზად იყო შესახვედრად, შემდეგ მითხრეს, რომ შეხვედრა სავარაუდოდ ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა. 

უცნობია, მომავალში შედგება თუ არა ოჯახსა და პატრიარქს შორის მსგავსი შეხვედრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი