დონალდ ტუსკიმ მიხეილ სააკაშვილი როტერდამის ყრილობაზე მიიწვია და სიტყვით გამოსვლა სთხოვა | მესამე პრეზიდენტის პასუხი

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს. ამის შესახებ ნათქვამი იყო წერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტს საპატიმროში მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ გადასცა.

მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტუსკს ასე პასუხობს:

"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.

მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი