"სოლიდარობა მიშას" | აქცია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობა მიშას" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან გაიმართა. აქციის მონაწილეები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს უფლება და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

აქციის მონაწილეების თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილების ერთადერთი ბერკეტი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელშია და მან ხელი შეწყალებას უნდა მოაწეროს.

​ასევე ,მანამდე უცვლელი მოთხოვნით აქცია გაიმართა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი