"თავისუფლება მიშას" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.

ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები. ლოკაცია კი აქციის ორგანიზატორებმა სიმბოლურად შეარჩიეს. 18 წლის წინ აჭარის რევოლუცია სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო. ასლან აბაშიძის რეჟიმისგან აჭარის გათავისუფლების მოძრაობის სათავეში კი სწორედ პრეზიდენტი სააკაშვილი იდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი