ახალი საპროტესტო ტალღა საქართველოში | აქციები მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად

გამოქვეყნდა:

თბილისი, რუსთავი, ბათუმი - ქალაქები ახალმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ქუჩის დემონსტრაციებს იწყებენ. აქციები ყოველ დღე იგეგმება - შეიცვლება მხოლოდ ლოკაციები.

დღეს საპროტესტო დღე მსვლელობით დაიწყო - ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ავტოკოლონა რუსთავის ციხესთან მივიდა - თანამებრძოლებმა საპატიმროში მყოფ მესამე პრეზიდენტს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

რუსთავის შემდეგ აქცია სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციასთან გაგრძელდა - მოქმედი პრეზიდენტი მთავარი მოთხოვნის ადრესატია - მოაწეროს ხელი შეწყალების აქტს და გადაარჩინოს ქვეყანა დიდ ისტორიულ სირცხვილს. თბილისის პარალელურად აქცია გაიმართა ბათუმშიც. პროტესტის ორგანიზატორი მთავარი ოპოზიციური პარტია იყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი