"ოცნების" შეტევა კელი დეგნანზე | რამ გააღიზიანა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გუნდი

გამოქვეყნდა:

უპირისპირდება თუ არა მმართველი პარტია ამერიკის ელჩს? ტროლები, რომლებიც მუდმივად ქართული "ოცნების" ინტერესებს იცავენ, დღეს დილიდან საერთო გზავნილით თავს ესხმიან დიპლომატს და მის დისკრედიტირებას ცდილობენ.

სოციალურ ქსელში ქართული ოცნების მხარდამჭერების ასეთი აქტივობა სავარაუდოდ საერთო განკარგულების შედეგია, რომელიც მმართველი პარტიის შტაბიდან გაიცემა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის სამიზნე კი კელი დეგნანი ბოლო ორი განცხადების გამო გახდა.

სავარაუდოდ ოლიგარქი აღაშფოთა ამერიკელი დიპლომატის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოთხოვნამ და ქართული ოცნების რუსული პროპაგანდის გაშიფრვამ.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი