12-წლიანმა დეპუტატობამ უწყვეტად ანზორ ბოლქვაძეს გავლენების გარდა დიდი ფინანსური
შემოსავალიც მოუტანა. ხელისუფლებებთან ახლო კავშირებით და მათთვის გაკეთებული ფინანსური შემწეობებით, ბოლქვაძის ოჯახისა და ახლო ნათესავ-მეგობრებისთვის დიდი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. სადეპუტატო გავლენამ აჭარელი ბიზნესმენის შემოსავალი და ქონება მკვეთრად გაზარდა. ოპოზიციამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ანზორ ბოლქვაძე აჭარაში უკანონო გარიგეგების სავარაუდო მონაწილეა, მათ შორის ტენდერებით საბიუჯეტი თანხის საკუთარ ანგარიშზე მოზიდვა გასამდიდრებლად ყველაზე აპრობირებული გზა აღმოჩნდა.
ბიზნესინტერესები, კლანური გარიგებები და მართვის არაკანონიერი გზები "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის კარგად ნაცნობი თემაა. ოპოზიციის გარდა მთელ რიგ გადაცდომებზე არასამთავრობო სექტორიც ღიად საუბრობს. "საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევაში წერია, რომ პარლამენტარი ბოლქვაძე მთელ რიგ ქონებას დეკლარაციაში მალავს, ამიტომ საკუთარ წილებსა და უძრავ ქონებას ხშირად ნათესავებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე აფორმებს. ერთ-ერთი ასეთი სწორედ შპს "გიგა 2015" რომლის მთავარი მეწილე რომან ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძის ნათესავია, დეპუტატთან ახლო კავშირები კომპანიაში არ უარყვეს, თუმცა ამბობენ, რომ პარლამენტის წევრს ამ ბიზნესთან შეხება არ აქვს.
აჭარელი დეპუტატის მთავარი ინტერესი, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული სარგებელია, რომან ბოლქვაშის შპს "გიგა 2015"-ში დირექტორად დანიშვნის შემდეგ აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და ხშირად იმარჯვებს კიდეც, თუკი კომპანიის ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი ბოლქვაძის დირექტორობამდე, 60-ათას ლარს ვერ აღწევდა, მისი
დანიშვნის შემდეგ სამ მილიონს გადააჭარბა.
კიდევ ერთი ინტერესთა კონფლიქტი ანზორ ბოლქვაშის შვილის როლანდ ბოლქვაძის ირგვლივ იკვეთება, დეპუტატის ვაჟი საგზაო დეპატრამენტის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელია, მისი გავლენები ოფიციალურად არ ჩანს, თუმცა საეჭვოა რომ ბოლქვაძეების ნათესავის კომპანიამ სწორედ მისი გავლენით შპს "გიგა 2015"-მა 79 შესყიდვა მოიგო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქმის არც ერთხელ უთხრა უარი ტენდერებში გამარჯვებული ყოფილიყო. დღეს სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ყველაფერში რაიმე კანონდარღვევას ვერ ხედავს.
მწვავე ბრალდებებს დღეს თავად დეპუტატმა უპასუხა. ანზორ ბოლქვაძე საკუთარ ნათესაურ კავშირებს და დიდ გავლენებს რეგიონში არ უარყოფს. თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობს, რომ ტენდერებში რომლის კომისიის ხელმძღვანელიც მისი შვილია, ის არასდროს ჩარეულა.
ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია საკმაოდ მომხიბლავია, თუმცა მის სახელთან კიდევ ბევრი ბიზნესია დაკავშირებული, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტში არ აღურიცხავს, ცემენტის ქარხანა და სასტუმროები მისი შემოსავლის კიდევ ერთი ფარული ფარული წყაროა ოფიციალური დეკლარაციის მიღმა.