მე არ ვარ დამნაშავე, ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და მე აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, - ასე უპასუხა "ქართულ ოცნებას'' გიორგი რურუამ, რომელმაც ევროპალამენტარებს "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელზე წერილი მიწერა. გიორგი რურუა დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ სიმართლეს დაამტკიცებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ევროპალამენატრებისადმი გაგზავნილი დოკუმენტი დღეს პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა გაასაჯაროვეს. უფლებადამდეცველების შეფასებით, ეს წერილი რურუას პოლიტკურ დევნას ადასტურეს.
წერილი ევროპალამენტარებმა ,,ქართული ოცნების'' სახელით რამდენიმე დღის წინ მიიღეს. მასში საუბარია 30 წლის წინ სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულში რურუას მონაწილოებაზე და რომ საქმეები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. უფლებადამცველების შეფასებით, ეს ტყუილი და ცილისწამებაა.
შალვა შავგულიძის, თქმით მმართველი გუნდი ცდილობს ამ წერილით გაამართლოს რვა მარტის შეთახმების შუსრულებლობა და რურუას საპატიმროში დატოვება. მისი აზრით, ეს არის სასამართლოსადმი გზავნილიც, რომ ხელისუფლება გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს. უფლებადამცველების შეფასებით, "ქართულ ოცნებას'' სურს, შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამეტნარები და დაარწმუნოს, რომ რურუა დამნაშავეა, თუმცა ადვოკატების თქმით, საპირისპიროს ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან არის გამოთხოვილი.
ვინ არის გიორგი რურუა? ამ სათაურით გაუგზავნა კახა კუჭავამ წერილი ევროპარლამენტარებს. მასში ასევე საუბარია, 8 მარტის შეთანხმებაზე და რომ ის რურუასთან არანაირ კავშირში არ არის. კახა კუჭავას განმარტებით, ეს არ იყო ოფიციალური წერილი, მან მთელი გუნდის პოზიცია გააცნო და შეეცადა სრული ინფორმაცია მიეწოდებინა "მთავარი არხის" დამფუძნებლის შესახებ.
ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილ წერილში "მთავარი არხის" წილებზეც არის საუბარი. ,,ქართული ოცნება'' ევროპელ დეპუტატებს არწმუნებს, რომ გიორგი რურუამ ტელევიზიის წილი გამიზნულად შეიძინა და მასში მხოლოდ 2500 ლარი გადაიხადა.
უფლებადამცველები მარტო არ ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ცრუობს და ევროპარამენტარების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ოპონენტების შეფასებით, ამ წერილით ხელისუფლებამ თავად დაადასტურა, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია.
გიორგი რურუა უკვე ექვსი თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას ედავება, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით იარაღზე არც მისი თითის ანაბეჭდებია აღმოჩნდა და არც მეტალის კვალი ტანსაცმელზე. პროკურატურა პოზიციის გამყარებას იარაღზე აღმოჩენილ დეენემით ცდილობს, თუმცა სწორედ ბიოლოგიური ნიმუშია, რაზეც ადვოკატები აცხადებენ, რომ მას უკანონოდ აუღეს და ჩადებულ იარაღზე გადაიტანეს.