გთხოვთ, საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალი არ უგულებელყოთ, ეს თქვენი სიცოცხლეა | ზელენსკი მოქალაქეებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

სროლის ხმა ისმოდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. უმძიმესია ვითარებაა მარიუპოლშიც. აზოვსტალში, ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ 50-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ოფიციალური კიევი ყველა შესაძლო ხერხს იყენებს იმისთვის რომ აზოვსტალის ბუნკერებიდან ყველა ადამიანი გამოიყვანოს. მათ შორის, პროცესში ჩართულია დიპლომატიური კორპუსიც.

"ჩვენ გაეროსა და წითელი ჯვრის შუამდგომლობით, მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან, ევაკუაციის მისიას ვაგრძელებთ. დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალებისა და ბავშვების გადარჩენა დააორგანიზა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, გავლენიანი შუამავლები და სამხედროები ჩართულები არიან პროცესში. რუსეთის ჯარები ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობენ. ყველა ჩვენს მოქალაქეს გთხოვთ, საჰაერო დაბომბვის მანიშნებელი სიგნალი არ უგულებელყოთ, ეს თქვენი სიცოცხლეა, ეს თქვენი შვილების სიცოცხლეა", - თქვა ზელენსკიმ. 

ამავდროულად, ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებმა ავტომობილების კოლონა დაცხრილეს. მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე 15 მანქანას რუსებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლას ცდილობდნენ. ნაპოვნია 4 დამწვარი ცხედარი.  გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება. მძიმე შეტაკებები ხარკოვის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. კონტრშეტევის შედეგად უკრაინელებმა გაათავისუფლებს 5 დასახლებული პუნქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი