"ხვალ, 14:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ რაშიზმს" | ელენე ხოშტარიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური სოლიდარობის აქციისთვის ემზადებიან. "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე" - შეკრება ამ სახელწოდებით ხვალ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას საქართველოში პუტინის ომს გამოქცეული უკრაინელები მიიღებენ. აქციას მხარს უჭერს პარტია "დროა". 

"ხვალ არის 8 მაისი, დღე, როდესაც 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს ჩვენ და უკრაინელები, ერთად, ვამარცხებთ რაშიზმს და ამაში ვარ დარწმუნებული. 8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ. ხვალ 14:00 საათზე პარლამენტის წინ ვუხმობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს",- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ აქცია უკრაინულ ახალგაზრდულ პარტნიორ ორგანიზაციასთან და უკრაინელ მეგობრებთან ერთად დაიგეგმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი