ოკუპანტების დანაკარგები დიდია, უკრაინული კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს - არესტოვიჩი ხარკოვზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 დასახლება გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, უკრაინული ძალები კონტრშეტევას წარმატებულად ახორციელებენ. 

"სევეროდონეცკი ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ურთულესია მდგომარეობა პოპასნოეში. ჩვენს ჯარისკაცებს მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ ხარკოვის მიმართულებით. გათავისუფლებულია სულ მცირე 5 დასახლება. მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცენტრები. ოკუპანტებს ართმევენ საბრძოლო ტექნიკას. დიდია მათი ცოცხალი ძალის დანაკარგიც. ეს უკრაინული კონტრშეტევაა და ძალიან წარმატებული", - ამბობს არესტოვიჩი.  

ცნობისთვის,  ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებმა ავტომობილების კოლონა დაცხრილეს. მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე 15 მანქანას რუსებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლას ცდილობდნენ. ნაპოვნია 4 დამწვარი ცხედარი.  გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება. მძიმე შეტაკებები ხარკოვის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი