რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

პუტინის ჯარმა ოდესის ოლქში 2 სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. მტრის სამიზნე ამჯერადაც სტრატეგიული ობიექტები იყო.

ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, 9 მაისთან დაკავშირებით არსებული მაღალი საფრთხის გამო, ოლქის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან 10 მაისამდე კომენდანტის საათი დაწესდა.

"ღამით მტერმა ოდესაზე 2 სარაკეტო იერიში მიიტანა. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა და არ დაშავებულა. არსებული საფრთხის გამო ოდესის ოლქის დაწესებულია კომენდანტის საათი, რომელიც 8 მაისი 22 საათიდან 10 მაისი დილის 5 საათამდე იმოქმედეს. გთხოვთ ყურადღებით იყავით", - თქვა მარჩენკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი