
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული "სერნას" ტიპის მორიგი სამხედრო კატერი ჩაძირეს.
კუნძულ ზმეინის სანაპიროსთან პატრულირების მიზნით მცურავ სამხედრო კატერზე უკრაინელებმა იერიში უპილოტო საფრენი აპარატით, "ბაირაქტარით" მიიტანეს.
ამ ტიპის კატერს ოკუპანტები საზღვაო ქვეითების გადასაყვანად ან 45 ტონამდე საბრძოლო მასალის გადასატანად იყენებენ. ამ დრომდე უცნობია კატერზე მყოფი რუსი სამხედროების რაოდენობა.