"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრდნენ... ყველაფერი ხდება ერთი ადამიანის სურვილით, რომელიც ზის კრემლში" | ენმ-ის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გუშინ მშვიდობიანი აქციის დაშლითა და აქტივისტების დაკავებით სამართალდამცავებმა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დაკავებებზე საუბრისას პარალელი რუსეთსა და ბელარუსთან გაავლო და თქვა, რომ თავისუფალ, მშვიდობიან მანიფესტაციებს პოლიციის გამოყენებით, ავტორიტარულ ქვეყნებში ახშობენ. 

მანვე აღნიშნა, რომ ეს მოცემულობა წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები, რომლის უპირველესი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე არ სურს გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები. მოხდა ჩვენი აქტივისტებისა და თანაგუნდელების სრულიად უსაფუძვლო დაკავება. 

ნებისმიერი ასეთი ჩახშობა პროტესტის, და ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს რუს ოლიგარქიასთან, არ სურს საქართველოს ევროპული გზა. 

მოვუწოდებ ყველას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, გამოხატვის თავისუფლებას, კონსტიტუციას და დაფიქრდეს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაფიქრდნენ, რომ ეს [არეულობა] არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი და ეს ადამიანი კრემლში ზის. რომ საქართველოში იყოს ქაოსი, მათ შორის ადამიანების დაკავება და შერჩევითი სამართლის გამოყენება და დიახ, მესამე პრეზიდენტის განადგურება. 

მე მოვითხოვ პარტიის სახელით მათ გათავისუფლებას, მათი უფლებების დაცვა და ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები ვერ გაიმარჯვებენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ისინი ბათუმში, მთავრობის სახლთან დააკავეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი