
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, იტალიამ პუტინს 140-მეტრიანი იახტა ჩამოართვა.
უძრავი ქონების ღირებულება 700 მილიონი დოლარია. 140-მეტრიან იახტას აქვს მოოქროვილი ონკანები, საცურაო აუზი, სპა და ორი ვერტმფრენის დასაფრენი.
გასული წლის სექტემბრიდან პუტინის კუთვნილებაში არსებულ იახტას „შეჰერაზადა“ სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა კარარას პორტში, ტოსკანის სანაპიროსთან. გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციებისგან თავის დახსნის მიზნით, იგეგმებოდა იახტის გაყვანა საერთაშორისო წყლებში.