მაკრონმა ინაუგურაციაზე პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ უკრაინაში "დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება".

ინაუგურაციის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინის ომზე და თქვა, რომ საფრანგეთმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია.

საფრანგეთის ლიდერმა თავის მოქალაქეებს განუცხადა, რომ მისი პრეზიდენტად ხელახალი არჩევით საფრანგეთმა აირჩია "დამოუკიდებლობის პროექტი დესტაბილიზებულ სამყაროში".

გასულ თვეში მაკრონი გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რომელიც ზედიზედ ორი ვადით აირჩიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი