ევროკავშირისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უფლებები დაცული იყოს - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს დროულად უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამაზე სრულად პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა ისაუბრა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულ ნდობას უცხადებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"ევროკავშირისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უფლებები დაცული იყოს და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებებიდან გამომდინარე. მე თავად არა ვარ ექიმი და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას პროფესიონალი ექიმების რჩევებიდან გამომდინარე." ამბობს კარლ ჰარცელი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი