ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "ძალოვანი უწყებები" საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "ძალოვანი უწყებები" საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ე.წ. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, "ძალოვანი უწყებები" განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებენ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დროს. 

დღეს დილიდან ცხინვალის მთავარ მოედანზე მისასვლელი გზებიც გადაკეტილია, რადგან იქ სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია, მძიმე ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი