საქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში - ზურაბიშვილის მილოცვა მაკრონს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გაპრეზიდენტება მიულოცა. 

გულწრფელად ვულოცავ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღეს მეორე ვადით. საქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც ღიაა მისი მეზობლებისთვის - ნათქვამია ზურაბიშვილის მილოცვაში, რომელიც ტვიტერით ვრცელდება.

ცნობისთვის, საფრანგეთში, 24 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონმა ლე პენი დაამარცხა და მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. ინაუგურაცია დღეს, 7 მაისს გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი