ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, სანამ გვიანი იქნება - კალინდრა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. "ფორმულას" ეთერში საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ  ლიეტუვა პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ცნობებით შეშფოთებულია. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს, მანამ სანამ გვიანი იქნება. 

"რა თქმა უნდა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ აქტიურად, რომ არ დაგვაგვიანდეს. არ უნდა დაგვაგვიანდეს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს დღის წესრიგშია.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს განვითარებას და რა თქმა უნდა შეშფოთებული ვართ, ჩვენი საგარეო საქმეთა კომიტეტიც ძალიან შეშფოთებულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. არავის არ სურს, რომ ყოფილი ლიდერები ციხეში იყვნენ, ჩვენ მისი ღირსება და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ. საჭიროება არსებობს, რომ მას სამედიცინოს სერვისები მივაწოდოთ, რომ ის გადარჩეს. ეს ძალიან აქტიურად განიხილება ვილნიუსში, აქტიურად ვადევნებთ თვალს ამ საკითხს და რა თქმა უნდა უნდა, უნდა გავიღოთ ძალისხმევა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს და დაინახოს საქართველოს მთავრობამ, რომ ნამდვილად შემაშფოთებელი სიტუაცია, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ მათზეა.

რა თქმა უნდა ჩვენი პარლამენტარები ნოემბერში შეხვდნენ პოლიტიკოსებს და მათ განიხილეს სააკაშვილის საქმე და ეს საკითხი განხილულია ძალიან ხშირად მაღალი დონის შეხვედრებზე. საგარეო საქმეთა კომიტეტი გვაქვს რომელიც აქტიურად განიხილავს ამ საკითხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს გახლავთ რუსეთის შესაძლებლობა მანიპულირება მოახდინონ საქართველოს შიგნიდან და გაზარდონ თავისი ზეგავლენა საქართველოზე. 

ჩვენ ვფიქრობთ, ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, სანამ გვიანი იქნება და შეუქცევად პროცესებამდე არ მივა",-თქვა ანდრიუს კალინდრამ. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი