მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების გზა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კეთილ ნებაზე არ გადის და რომელსაც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის და ქვეყნის კატასტროფისგან გადარჩენა შეუძლია - ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური დაკვეთის ნაცვლად, სამედიცინო ექსპერტების დასკვნას და ექიმების შეფასებას უნდა დაეყრდნოს;
ეს არის სასჯელის გადავადების მექანიზმი - ქართული კანონმდებლობით, ასეთი პრეცედენტები არსებობს და არა თუ შესაძლებელი, სავალდებულოც კია იმ შემთხვევაში, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის საშუალებას არ იძლევა- გამოიყენებს თუ არა ქართული ოცნების სასამართლო ამ მექანიზმს მესამე პრეზიდენტის საქმეზე მაშინ, როცა სასჯელის გადავადების პრეცედენტი, ბიძინა ივანიშვილის მორჩილმა მოსამართლეებმა, ე.წ. კანონიერი ქურდების შემთხვევაში უკვე არაერთხელ დაუშვეს.