"აზოვის" პოლკის წევრების ცოლები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

აზოველების ცოლების საგანგებო მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას - სპეციალური პეტიცია - SAVE MARIUPOL  - დაუმარცხებელი პოლკის ოჯახის წევრებმა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს, სადაც მსოფლიო ლიდერებს, აზოვსტალის ბუნკერში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე დაჭრილი სამხედროების ევაკუაციაში დახმარებას სთხოვენ.

რუსული სისასტიკის 73-ე დღეს, ოკუპანტები ისევ აღმოსავლეთ უკრაინას უტევენ. დღეს დილიდან ისევ იბომბება ოდესა და ხარკოვი. პუტინს მხოლოდ 2 დღე რჩება იმისთვის, რომ 9 მაისს, წითელ მოედანზე, თუნდაც მცირე გამარჯვება გამოაცხადოს, თუმცა ეს შანსი, ყოველდღიურად სულ უფრო მცირდება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი