
ლუგანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90-მდე ადამიანი აფარებდა თავს - სკოლა სოფელ ბელოგოროვკაში, ლისიჩანსკის მახლობლად მდებარეობს.
ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. ნანგრევებიდან 30-მდე ადამიანი უკვე გამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
"გასულ კვირას ბელოგოროვკა, სოფელი ლისიჩანსკის მახლობლად, ცხელი წერტილი იყო. ორკები ცდილობენ გარღვევას, არის მუდმივი ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები" იბრძოდნენ "უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან", - წერს ის.
გაიდაის ინფორმაციით, სკოლაში იმალებოდნენ სოფლის ის მცხოვრებლები, რომლებიც ჯერ ევაკუირებულები არ იყვნენ. ოკუპანტებმა ჯერ ადგილობრივი კულტურის სახლი დაბომბეს, რის შემდეგაც ხალხმა სკოლის შენობას შეაფარა თავი.