რუსეთის თავდაცვა 8 მაისს, ლვოვსა და ვოლინში "მოსალოდნელ პროვოკაციაზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია 8 მაისს, "მოსალოდნელ პროვოკაციებზე" საუბრობს. ინფორმაციას RIA Novosti თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ხვალ, ლვოვსა და ვოლინში უკრაინის მხრიდან, შესაძლოა სარაკეტო დარტყმები განხორციელდეს. აგრესორი ქვეყნის განცხადებით, იერიშები ხალხმრავალ ადგილებშია მოსალოდნელი.

გენერალ მიხაილ მიზინცევის თქმით, უკრაინა ამას გეგმავს იმისთვის, რომ შემდეგ რუსი სამხედროები დაადანაშაულოს

„8 მაისს, ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, კიევის რეჟიმი გეგმავს განახორციელოს კიდევ ერთი პროვოკაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაბრალების მიზნით" ამბობს მიზინცევი.

მისივე თქმით, "ეს პროვოკაციები" მზადდება "დასავლელი კურატორების თანხმობით" და  მეტყველებს "კიევის სრულ გულგრილობაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ". 

"უკრაინელი ნაციონალისტებისგან განსხვავებით, რუსი სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებულად ჰუმანურად ეპყრობიან და არ ესხმიან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას" ამტკიცებს მიზინცევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი