
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში 9 მაისს, კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის შესაძლო გამოცხადებაზე ისაუბრა.
მაისის დასაწყისში უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინისთვის ომის გამოსაცხადებლად, (რომელსაც ახლა სპეციალურ ოპერაციას უწოდებენ) ბოლო 3 თვის განმავლობაში მიღებული მსხვერპლის გამო.
ვარაუდობენ, რომ პუტინმა ეს შესაძლოა 9 მაისს, გამარჯვების დღის აღნიშვნისას გააკეთოს.
ომის საჯარო გამოცხადება საყოველთაო მობილიზაციას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტს ეჭვი შეაქვს კრემლის გამბედაობაში, ეს ოფიციალურად გააკეთონ. სამხედრო ანალიტიკოსის, ოლეგ ჟდანოვის თქმით, მოსალოდნელია, რომ მობილიზაცია ფარულად ჩატარდება.
ამ საკითხზე კომენტირებისას ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: "ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ჩვენთვის ომი 8 წელია გრძელდება, სრულმასშტაბიანი ომი - 70 დღეზე მეტი".
მისივე თქმით, გამარჯვება, რომელსაც რუსები ეძებენ, ცივილიზებული სამყაროს დამარცხებაა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ 9 მაისი შესაძლოა მსოფლიომ დაიმახსოვროს როგორ ტრაგედია, სისხლიანი დღე და როგორც დღე, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.