ბელოგოროვკას სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა - სერგეი გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას სკოლაზე რუსი ოკუპანტების ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Telegram არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

"7 მაისს, 16:37 საათზე, ბელოგოროვკაში რუსეთის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია ხანძარი სკოლის შენობაში დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობზე და საზოგადოებრივ ცენტრში. ცეცხლის ქრობის სამუშაოები თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამის შემდეგ მოხდა ნანგრევების დემონტაჟი და სამწუხაროდ, ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ნანგრევებიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 7 დაშავდა. სავარაუდოდ, შენობის ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა.

ეს არის "რუსული სამყაროს" ნამდვილი სისასტიკე: სკოლაში არსებული თავშესაფრის ცინიკური დაბომბვა, ბავშვების მკვლელობა. რუსებს არ აინტერესებთ, ვის მოკლავენ. არ შეიძლება სამხედრომ მოკლას დაუცველი ბავშვი", - ამბობს გაიდაი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 7 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სოფელ ბელოგოროვკას სკოლა, რომლის სარდაფსაც თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი