
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 225 ბავშვია დაღუპული, 413-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 98, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 46, მიკოლაევის ოლქში - 44, ლუგანსკის ოლქში - 42, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 635 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 126 მთლიანად განადგურებულია.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.