კუნძულ ზმეინზე უკრაინის ​შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს 

გამოქვეყნდა:

კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა სამხედროებმა "ბაირაქთარით" კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი MI-8 გაანადგურეს - ვიდეოს ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. 

კადრებში ჩანს, როგორ ეცემა ჭურვი ვერტმფრენს, შემდეგ კი ის ფეთქდება. ტექნიკასთან ერთად დაიღუპა დესანტიც.

UNIAN-ის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს შავ ზღვაში მდებარე კუნძულზე პოზიციების განმტკიცების საშუალებას არ აძლევენ. ამავე კუნძულთან უკრაინულმა მხარემ გაანადგურა 3 კატერი, რომელიც რუსულ ფლოტს ეკუთვნოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი