ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან - წილოსანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოკუპაციის გარდა, პუტინისგან საქართველოს მისამართით "არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა", როგორიც ქვეყანას "უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან" მიადგა.

ამის შესახებ წილოსანმა "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "დროებაში" თქვა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, "ვიგინდარა", "სამარცხვინო არსება"... პუტინის მისამართით თქვეს.

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ტრაგედიას, რაც ოკუპაციაა, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - თქვა წილოსანმა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა წილოსანს ჰკითხა: "პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?".

წილოსანმა უპასუხა: "ოკუპაციას თუ არ ჩავთლით-თქო - მაგას ვამბობ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი