
პარტია "ევროპული საქართველო" მთავრობას მიმართავს ინიციატივით, 9 მაისის ნაცვლად, ნაციზმის დამარცხება 8 მაისს აღნიშნოს.
პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, 9 მაისი სწორედ იმ იდეოლოგიის საფუძველია, რომლითაც რუსული აგრესია უკრაინაში მიმდინარეობს.
"საზოგადოებას მოეხსენება, რომ ხვალ, 9 მაისს, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად აღნიშნავს ნაციზმის დამარცხებას, მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის მცდარ, ყალბ ინტერპრეტაციას. ყალბი ინტერპრეტაცია უდევს საფუძვლად რუსეთის სამხედრო აგრესიას, მიმდინარე სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა კანდელაკმა.