რუსეთის მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის მობილიზება ანექსირებულ ყირიმთან | სატელიტური ფოტო

გამოქვეყნდა:

სატელიტმა დააფიქსირა რუსული არმიის საზენიტო-სარაკეტო ძალების მობილიზება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით - სოფელ ფილატივკამდე, რომელიც ხერსონის რეგიონის მახლობლად მდებარეობს.

Schem-ის სატელიტის გადაღებულ კადრს,  რადიო თავისუფლება აქვეყნებს, სადაც დაფიქსირებულია რუსული სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის საზენიტო და სარაკეტო სისტემების ზრდა რეგიონში.

გავრცელებულ კადრებში სულ მცირე 200 სამხედრო ბრონირებული მანქანაა. მათ შორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები "სმერჩი" და ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები "ისკანდერები".

გამოცემის ცნობით, სამხედრო ექსპერტმა ფოტო გააანალიზა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ყაზარმის გარდა არის საწვავის და საპოხი მასალების საწყობი. სხვადასხვა ტიპის ორასამდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და სატვირთო და სამეთაურო მანქანები. ცალ-ცალკე გამოჩნდა დიდი მანქანები, რომლებიც, ექსპერტის აზრით, შეიძლება იყოს საზენიტო და სარაკეტო მობილური სისტემები.

სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია უკრაინის სამხედრო პოზიციების მიმართულებაზე სროლისთვის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი