ხვალ რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელს აღნიშნავს, დღეს კი კრემლის რაშისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სკოლას რაკეტა ესროლეს და სულ მცირე 60 ადამიანი მოკლეს. დღეს რუსული ურდო ისევ მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს ბომბავს, ხვალ კი პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება პირდაპირ აღლუმის ტრიბუნიდან გასცეს, რადგან გარდა შანტაჟისა და ვითარების უკიდურესად დაძაბვისა, მას სხვა შანსი აღარ რჩება.
არც ერთი მიმართულებით რუსულ არმიას ბოლო კვირებია წინსვლა არ აქვს. ამისი მთავარი მიზეზი კი უკრაინელი სამხედროების წარმოუდგენელი სიმამაცეა. "პოსტ ფაქტუმი" 58-ე მოტომსროლელი ბრიგადის დახურულ ბაზაზე მოხვდა და ნაალაფარი რუსული ტექნიკის გადაღების უფლებაც მისცეს. ეს ბრიგადა სულ რაღაც 60 კილომეტრში დგას რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან და პირველი დარტყმაც საკუთარ თავზე მიიღო.