მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. სულ უფრო ხშირად გვესმის დასავლეთიდან შეშფოთება, სულ უფრო გასაგები და ნათელი ხდება მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწირება.
თუმცა მოქმედი ხელისუფლება ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ღელავს, მათ შორის ექიმებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა საფრთხეზე საუბრობენ და რატომ შეიძლება ხვალ დაგვიანებული აღმოჩნდეს დახმარება, რატი ბრეგაძის უწყება ცინიკურად უწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, მათ მძიმე პროგნოზებს კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.