მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან სამედიცინო კლინიკაში, არ დასტურდება. როგორც პენიტენციურის პრესსამსახურში განმარტეს, სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანებით რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიიდან, სხვა პატიმრის ჰოსპიტალიზება მოხდა: არ არის მართალი. იმ დაწესებულების შესასვლელში არის კიდევ მეორე ციხე და სხვა დაწესებულებიდანაა გაყვანილი სხვა მსჯავრდებული - ამბობს პენიტენციურის წარმომადგენელი ნათია გედენიძე "პოსტ ფაქტუმთან".
რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანები ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.