"აზოვსტალიდან" კიდევ 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

აზოვსტალის ქარხნიდან კიდევ 173 ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მარიუპოლიდან ადამიანები 10 ავტობუსით გადაიყვანეს.

"მადლობა აზოვსტალის ყველა გმირ დამცველს ამისთვის. ჩვენი სამი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად, ექვსმა დაჭრილმა ჯარისკაცმა მოახერხა ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა და გაყვანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და აზოვის პოლკი არა მხოლოდ იცავენ თავს, არამედ ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას. მტერი კი ამ დროს ზურგიდან ცინიკურად, ეშმაკურად, რუსულად ურტყამს" ნათქვამია ინფორმაციაში.

საბჭო ასევე მადლობას უხდის გაერო-ს, წითელ ჯვარსა და ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკს ხალხის ევაკუაციის ორგანიზებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი