
ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა და კონკურენტს, პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა - ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიბილოვმა.
გაგლოევმა კი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად "გამარჯვება" აღნიშნა და თქვა, რომ "ინაუგურაციამდე" "პრეზიდენტის მოვალეობას" ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ "სამხედრო აღლუმსაც" ის ჩაიბარებს.
დღეს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ე.წ ცესკოს პირველადი მონაცემებით, დათვლილია ოქმების 18% და "იმარჯვებს" ალან გაგლოევი. მას ხმების 59,22% აქვს [3686 ხმა], ხოლო ბიბილოვს, მოქმედ "პრეზიდენტს" - 37% [2274 ხმა]
შეგახსენებთ, ბიბილოვის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან შეერთების მიზნით, "რეფერენდუმის" ჩატარება იყო.